LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირტუალური რეალობის სათვალეს ტკივილის შემსუბუქება შეუძლია – მეცნიერების კვლევა

250
vr-pain-mgm-main-1-resize-md

ვირტუალური რეალობა თანდათან უფრო და უფრო პოპულარული ხდება და სპეციალური ტექნოლოგიები, რომლებიც ვირტუალურ რეალობაში მოგზაურობას გვთავაზობენ, დღითიდღე ვრცელდება.

VR ტექნოლოგიებს უდავოდ უდიდესი პოტენციალი აქვს და მათი გამოყენებაც აშკარად მრავალმხრივად შეიძლება.  ახლახანს ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა დაავადებით დაავადებულ პაციენტებს მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ტკივილის შეგრძნება.

მეცნიერთა ჯგუფმა კვლევის ფარგლებში 120 პაციენტის მონაცემები გამოიყენა.

ისინი ორ ჯგუფად დაყვეს. პაციენტების ნახევარს დაურიგეს სპეციალური ვირტუალური რეალობის სათვალეები და ყურსასმენები, რომლებიც მათ პროცედურების დროს უნდა გაეკეთებინათ. მეორე ჯგუფს კი სამედიცინო პროცედურების დროს ტელევიზორში გამაჯანსაღებელი პროგრამებისათვის უნდა ეყურებინა.

კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ის პაციენტები, რომლებიც სამედიცინო პროცედურების დროს VR-ს იყენებდნენ, გაცილებით ნაკლებად გრძნობდნენ პროცედურით გამოწვეულ ტკივილს იმათთან შედარებით, ვინც ამ დროს ტელევიზორს უყურებდა.

ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიები დაეხმარა ყველა პაციენტს, დიაგნოზის მიუხედავად. ზოგიერთ პაციენტს, რომელიც კვლევაში მონაწილეობდა, ნევროლოგიური პრობლემა ჰქონდა, ზოგს ორთოპედიული. კვლევაში სიმსივნით დაავადებულებიც მონაწილეობდნენ. თუმცა ყველა შემთხვევაში პაციენტები გრძნობდნენ ნაკლებ ტკივილს, ვიდრე ადრე, როდესაც VR-ს არ იყენებდნენ.

დოქტორი ბრენან შპიგელი, რომელიც მკვლევართა ჯგუფს ხელმძღვანელობდა მიიჩნევს, რომ ვირტუალური რეალობის ტექნოლოგია ქმნის ერთგვარ ილუზიას, რაც ტვინს საშუალებას აძლევს ფოკუსირდეს ამ ილუზიაზე და ნაკლებად იგრძნოს ტკივილის გადამცემი სიგნალები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები