LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიოლა ფონ კრამონი: მინდა, გავაფრთხილო მმართველი პარტიის ყველა წევრი, ისინი ისე შორს არიან ევროკავშირში რეალური გაწევრიანებისკენ სწრაფვისგან, როგორც არასდროს

42
Untitled design (17)

ჩვენ მმართველ პარტიასთან უნდა ვიმუშაოთ, რადგან ერთი მხრივ, ისინი ჩვენი პარტნიორები არიან პარლამენტში, მაგრამ თუკი იქნება სიძულვილის ენა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ჩვენი განცხადებები იქნება ძალიან გასაგები და ასევე ჩვენი მოქმედება შედეგებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ვებინარზე განაცხადა, რომლის მონაწილეებმაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ზეგავლენა შეაფასეს.

ანა ფოტიგა: ჩვენ შეშფოთებული ვართ სააკაშვილის შიმშილობით, შეშფოთებულები არიან მისი ევროპელი მეგობრებიც, რომლებიც ბევრნი არიან

„მინდა, გავაფრთხილო მმართველი პარტიის ყველა წევრი, ისინი ისე შორს არიან ევროკავშირში რეალური გაწევრიანებისკენ სწრაფვისგან, როგორც არასდროს. მე ვგულისხმობ იმას, რომ ასოცირების შეთანხმება კვლავ პოლიტიკურ ჩარჩოდ რჩება, რომელიც არ შესრულებულა, მათ შორის სასამართლოს რეფორმების კუთხით, ასევე სხვა რეფორმების კუთხით. ისინი ყოველ დღე სცილდებიან მას და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა საჭიროა ფინანსური რეაგირება.

არ შეიძლება დავუშვათ, რომ გადასახადების გადამხდელების ფული მიდიოდეს ქვეყანაში, რომელიც მზად არ არის, ბევრი მისი დაპირების შესასრულებლად და ასევე საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიული რეფორმების გატარებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესასრულებლად,“ – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ეს არის მორალური ტერორი სააკაშვილის წინააღმდეგ, თავდასხმის შესაძლებლობა არსებობს, დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ – ადვოკატი

იაგო ხვიჩია: ხელისუფლებამ სააკაშვილის გლდანში გადაყვანით სიტუაციის ესკალაციას ძალით შეუწყო ხელი, ეს “ოცნებისთვის” ცუდად დამთავრდება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური: სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები