LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიოლა ფონ კრამონი ძალიან კარგად არის გაცნობიერებული იმ სიტუაციაში, რომელიც დღეს ქვეყანაშია: საიას თავმჯდომარე

36
1

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრიდან გამოსულმა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა, რომ კრამონი ძალიან კარგად არის გაცნობიერებული იმ სიტუაციაში, რომელიც დღეს საქართველოშია.

სიმონიშვილის განმარტებით, ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელმაც ქვეყანა ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს და რომელიც “ქართულ ოცნებას” ჯერ არ გაუკეთებია და როგორც ჩანს, არც აპირებს, რომ გააკეთოს:

“ზეწოლის კონკრეტულ მექანიზმებზე ჩვენ არ გვისაუბრია, რადგან ეს არც არის ჩვენი კომპეტენცია და ამ საკითხზე ვერც ვისაუბრებდით. ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელმაც ქვეყანა ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს და რომელიც “ქართულ ოცნებას” ჯერ არ გაუკეთებია და როგორც ჩანს, არც აპირებს, რომ გააკეთოს. ვისაუბრეთ სასამართლო სისტემის, საარჩევნო სისტემის რეფორმებზე და ასევე 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებულ სიტუაციაზე და იმ სიტუაციაზე, რაც მედიას უკავშირდება ბოლო პერიოდში, თუ რა მძიმე დარტყმა მიიღო მედიამ და როგორ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება დღეს.

შემიძლია გითხრათ, რომ ქალბატონი ფონ კრამონი ძალიან კარგად არის გაცნობიერებული იმ სიტუაციაში, რომელიც დღეს ქვეყანაშია. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა იყო 19 აპრილის შეთანხმების ე.წ. ანულირების საკითხი და ის მნიშვნელობა, რომელიც ამ შეთანხმებას ჩვენი ქვეყნისთვის აქვს.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის სტაბილურობისთვის დავუბრუნდეთ მდგომარეობას, როდესაც პარტიები ერთად მუშაობენ მნიშვნელოვან რეფორმებზე. მნიშვნელოვანია დავუბრუნდეთ იმ მდგომარეობას, რომელიც გვქონდა და ცალმხრივად, ერთი ძალის მიერ არ კეთდებოდეს ამ ქვეყანაში რაღაცები, თუნდაც იმისათვის, რომ ისევ არ მივიღოთ პოლარიზებული გარემო.

ვისაუბრეთ ასევე იმაზეც, რომ მნიშვნელოვანია ჩვენმა პარტნიორებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგან ამ ყველაფრის გამოსასწორებლად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერც შევალთ მათ კომპეტენციაში, აქ, იქნება თუ არა გამოყენებული სანქციები, თუმცა შევთანხმდით იმაზე, რომ მნიშვნელოვანია გადაიდგას ნაბიჯები ამ ყველაფრის აღმოფხვრისათვის”, – თქვა სიმონიშვილმა.

პოპულალურები