LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიოლა ფონ კრამონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

46
ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებაა.

შეხვედრის დაწყებამდე “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტართან სწორედ ამ საკითხზე ისაუბრებს და განიხილავს, თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი.

გიგაურის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებმა იბრძოლონ დემოკრატიული მომავლისთვის, მაგრამ ამავდროულად, საჭიროა დასავლეთის, აშშ-ს და ევროკავშირის მხარდაჭერა:

“პირადად მე ვისაუბრებ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს აქედან გამოსავალი. რა თქმა უნდა, ორგანიზაციამ ჩვენი პოზიცია გავაჟღერეთ, რომ ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი და რომ ხელისუფლებამ უარი თქვა რეფორმების გზით ქვეყნის განვითარებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა ვიბრძოლოთ ჩვენი დემოკრატიული მომავლისთვის, მაგრამ ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა, აშშ-ს და ევროკავშირის”, – თქვა გიგაურმა.

ვიოლა ფონ კრამონთან ჩემი თხოვნა იყო, გაკეთდეს უფრო რადიკალური განცხადებები ევროპული დედაქალაქებიდან: დოლიძე

პოპულალურები