LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინც გამიხსნა, იმას ვუხსნი – უაზრო პრინციპია”: რა საფრთხეებს შეიცავს 5 სახელმწიფოსთვის საზღვრის გახსნა

128
Airport-Tbilisi-Georgia-53-1024x576

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველო 5 სახელმწიფოსთან: გერმანიასთან, საფრანგეთთან, ლატვიასთან, ლიეტუვასთან და ესტონეთთან უპირობოდ ხსნის საზღვარს.

საქართველო 5 ქვეყანასთან საზღვარს ხსნის: რომელი ქვეყნის ტურისტებს შეეძლებათ ქვეყანაში შემოსვლა

მთავრობის გადაწყვეტილებას ოპოზიციისგან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არასწორია.

„საზღვრების გახსნა ტესტირების გარეშე შეიცავს სერიოზულ საფრთხეს. გაუგებარია, რატომ უხსნი საზღვარს უპირობოდ მაგალითად საფრანგეთს, სადაც პანდემია ბობოქრობდა და არ უხსნი მონტენეგროს? ვინც გამიხსნა იმას ვუხსნი – უაზრო პრინციპია. ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა.
ყველამ, ვინც შემოვა, მიუხედავათ იმისა, თუ რომელი ქვეყნიდან, უნდა წარმოადგინოს გამოფრენამდე 1-3 დღით ადრე გაკეთებული ანალიზი. საზღვარზე სიცხიანს კი აქ უნდა ჩაუტარდეს დამატებითი გამოკვლევა.
მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება არის არასწორი“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

 

„ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი  კი მთავრობის გადაწყვეტილებას, ევროკავშირის 5 ქვეყანასთან საზღვრის უპირობოდ გახსნის შესახებ სწორს, მაგრამ დაგვიანებულს უწოდებს.

„ევროპული საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, გააფართოოს ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებთანაც საზღვრებს ხსნის და ასევე შესაბამისი რეგულაციების დაცვით, სახმელეთო საზღვარი გახსნას თურქეთთან.

„ეს სწორედ ისაა, რისკენაც დიდი ხანია მოვუწოდებთ მთავრობას. ეს დაგვიანებული ნაბიჯია. ადამიანებს, ბიზნესს უკვე დიდი ზარალი მიადგა იმის გამო, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მთავრობამ მოლოდინი შექმნა, რომ საერთოდ არ გაიხსნებოდა ფრენები. ამავე დროს, სრულიად გაუგებარია, რატომ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს გაიარონ 14-დღიანი კარანტინი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი იმ სახელმწიფოებში იმყოფებოდნენ, რომლებთანაც საზღვარი კარანტინის მოთხოვნის გარეშე გვაქვს გახსნილი. სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილებაა. მთავრობას მოვუწოდებთ ეს შეცვალოს და ამავე დროს, გააფართოონ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებთანაც საზღვრებს ვხსნით. ასევე, მთავრობას მოვუწოდებთ სახმელეთო საზღვარი, შესაბამისი რეგულაციებით, გახსნას თურქეთთან, იქ ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე მუშაობს“, – აღნიშნა კანდელაკმა.

 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საზღვრების გახსნასთან და მოგზაურების ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით კვლავ აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა, უპირობოდ საზღვრის გახსნა გარკვეულწილად რისკის მატარებელია, თუ ეს არ ემყარება იმ ქვეყნების ეპიდსიტუაციის საფუძვლიან ანალიზს, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე გვექნება საუბარი“, – განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას განმარტებით, კოვიდ-პასპორტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს.

„რაც შეეხება ე.წ. კოვიდ-პასპორტს, რომელთან დაკავშირებით დღეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „აუცილებელი მოთხოვნა უნდა იყოს ე.წ. კოვიდ პასპორტი, ანუ, ტესტირების პასუხის თაობაზე ცნობა იმ ქვეყნიდან, საიდანაც ტურისტი შემოდის.
რაც შეეხება კოვიდ-პასპორტს, რაზეც არის მსჯელობა, კოვიდ-პასპორტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდთან დაკავშირებული სტატუსი და ტესტირების შედეგი ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში არის ვალიდური. მაგალითად, 72 საათის განმავლობაში. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, მას არანაირი გარანტიისა და დაცვის საფუძველი აღარ აქვს“, – განმარტავს გაბუნია.

 

გერმანიის საგარეო უწყება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მისასალმებელი ნაბიჯია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები