LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც ჩახერგავს გზას, დაისჯება სიკვდილით: რას გვასწავლის ისტორია პარკირების შესახებ

151

პროექტ ,,მწვანე ქალაქები” – ს ხელმძღვანელი ლაშა ნაკაშიძე სოციალურ ქსელში პარკირების შესახებ ისტორიულ ცნობას აქვეყნებს.

როგორც ჩანს, პარკირების პრობლემა ჩვენს წელთაღრიცხვამდეც პრობლემური იყო.

ლაშა ნაკაშიძე თვლის, რომ ეს ისტორიული გაკვეთილია ამ მხრივ, დღევანდელი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

“- ჩვენს წელთაღრიცხვამდე 705-680 წლებში ასურეთის მეფე სინახერიდმა გამოსცა ბრძანება და ნინევიის სამეფო გზაზე (დაახლოებით დღევანდელი მაგისტრალური ან ცენტრალური ქუჩის საპირწონე) განათავსა ნიშნები, რომელთა შინაარსი დაახლოებით შემდეგი იყო “ნებისმიერი ვინც საკუთარ ეტლს გააჩერებს ისე, რომ ჩახერგოს სამეფო გზა დაისჯება სიკვდილით, დამნაშავის მოკვეთილი თავი წამოაგონ ბოძზე მისი სახლის წინ”  (ისტორიის გაკვეთილი ბათუმისათვის – ცენტრალურ ქუჩებზე: ჭავჭავაძე, აბუსერიძე, აღმაშენებელი, ბარათაშვილი, გორგილაძე პარკირების აკრძალვა და ავტობუსისათვის გამოყოფილი ხაზის მოწყობა)

იულიუს კეისარმა, შემოიღო პარკირების წესები, რომლითაც კერძო მფლობელობაში არსებულ ეტლებს ეკრძალებოდათ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში “დღის სინათლის” (განთიადიდან – დაღამებამდე ორი საათით ადრე) დროს შესვლა და გადაადგილება (ისტორიის გაკვეთილი ბათუმისათვის – პარკირების ზონების და მაცხოვრებლის ნებართვის პარალელურად საათობრივი გადახდის წესის შემოღება, ეტაპობრივად ძველ ბათუმში ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა)

რომში ასევე მოქმედებდა კანონი, რომლის თანახმადაც მოგზაურს ქალაქში შევლამდე, საკუთარი ეტლი ქალაქის ჭიშკართან უნდა დაეტოვებინა და ქალაქში გზა ფეხით ან დაქირავებული გადასატანი სავარძლით (იმდროინდელი ტაქსის სახესხვაობა ) გაეგრძელებინა (ისტორიის გაკვეთილი ბათუმისათვის – ქალაქის შემოსასვლელებში ტურისტული და არამარტო ტურისტული პარკირების სივრცეების, ე.წ. Park&Ride, მოწყობა, სადაც ქალაქის სტუმარი გააჩერებს მანქანას და ქალაქში ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება ან ქალაქის ტერიტორიაზე შემოსვლის შემთხვევაში პარკირების საფასურს საათობრივად გადახდა მოუწევს)”, – წერს ლაშა ნაკაშიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები