LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვინც ახლა უმუშევარი დარჩა, შემიძლია ონლაინ ტრენინგები ჩავუტარო”

820
xatuna-mdinaradze-newsss

იმ ადამიანებს, ვინ ამ დღეებში სამსახური დაკარგა, გაყიდვებისა და მოტივაციის ტრენერი ხათუნა მდინარაძე ონლაინ ტრენინგის გავლას სთავაზობს. კამპანიის #ერთადერთმანეთისთვის შესახებ მან “ფორტუნასთან ისაუბრა.

რას გულისხმობს კამპანია #ერთადერთმანეთისთვის?

კორონავირუსის ფონზე  სამსახურის მაძიბელთა თემა გახდა საკმაოდ აქტუალური. ძალიან ბევრმა დაკარგა სამუშაო, საარსებო! უამრავი შეტყობინება მხვდება, იმასთან დაკავშირებით, როგორ გამოიყენონ საკუთარი უნარები და პირველადი თუ შეძენილი პროფესიები, რომ არ დარჩნენ სახლებში უფუნქციოდ ან მოლოდინის რეჟიმში. კომპანიებს კი სჭირდებათ ინტენსიური კონსალტინგი.
გადავწყვიტე, რაც შემეძლო, დავხმარებოდი თანამოქალაქეებს კრიზისის დაძლევაში. ონლაინ ტრენინგებით ბოლო ერთი წელია ვმუშაობ, თუმცა ახლა ჩემი ვებინარები ემსახურება არა მხოლოდ ფასიან ონლაინ ტრენინგებსა და კონსულტაციებს, არამედ უფასოებსაც, მათთვის, ვინც ახლა დროებით უმუშევარი დარჩა.
დავიწყე კამპანია #ერთადერთმანეთისთვის. წესები ძალიან მარტივია: ვინც სამსახური დაკარგა უნდა დარეგისტრირდნენ და შეავსონ შეკითხვების ველი, შემდეგ მოხდება მათთან დაკავშირება და ჩაუტარდებათ ონლაინ ტრენინგი, კონსულტაციით.

იმედი მაქვს, მალე გადაივლის მიმდინარე პროცესები. ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ცალსახად ცუდია ან კარგი, სწრაფად მოგვიწია „გაციფრულება“ და მექანიკურობიდან ამოვარდნა. სასწაულად კარგი დროა საკუთარ თავთან შეხვედრისა და გაცნობისთვის, მეტი გაცნობიერებულობისთვის.

სამყარომ „შეგვანჯღრია“ და მოგვცა ნიშანი სხვა თვალით შევხედოთ ერთმანეთს, ცხოვრებას, ადამიანებსა და საკუთარ „მე“-ს. მერწმუნეთ, კორონავირუსის შემდგომი სამყარო გაცილებით უფრო გაზრდილი, საინტერესო და გამოწვევებით სავსე იქნება, და ამ ახალ სამყაროს ახალი ადამიანი ახალი უნარებით სჭირდება.

ონლაინ ტრენიგზე დასწრების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ: http://bit.ly/2U34Jo4

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები