LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინ უნდა დააჯეროთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი ხართ, თქვენი პარტიის ლიდერები საპირფარეშოში დაცვით დადიან“ – ნაცვლიშვილი პრემიერს

135
Untitled design

„თქვენ რა უსაფრთხოების გარანტი ხართ, ამ ქვეყნის? ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი არიან მოქალაქეები, რომლებმაც დაიცვეს საქართველოს კონსტიტუცია, ისტორია, წარსული და მომავალი რუსთაველზე“, – ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პრემიერ-მინისტრს, რომელსაც დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ღარიბაშვილი: ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა 

ანა ნაცვლიშვილი გამოეხმაურა უსაფრთხოების საკითხებზე პრემიერის განცხადებებს და ე.წ „უცხოური აგენტების“ კანონპროექტზეც ისაუბრა:

„ვინ უნდა დააჯეროთ, რომ ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი თქვენ ხართ, პარლამენტში ვერ შემოსულხართ, აქაურობა უსაფრთხოების სამსახურით რომ არ იყოს გარშემორტყმული და თქვენი პარტიის ლიდერები საპირფარეშოში დაცვით დადიან.

ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია არის დასავლეთი, რომელსაც თქვენ უპირებდით, ამ ქვეყნიდან მისი იზოლაცია რკინის ფარდით მოგეხდინათ.

ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი არის ამ ქვეყნის ისტორიის ცოდნა, რომელიც ძალიან ბევრ სახელს ინახავს და ეს ისტორია ინახავს ისეთი ადამიანების სახელს, როგორიც იყო მარო მაყაშვილი, მაგრამ ასევე ინახავს ისეთების სახელებს და გვარებს,როგორიც იყო ყორღანაშვილი და თქვენი ადგილი იქნება ყორღანაშვილების გვერდით.

ეს უკვე გარანტირებული გაქვთ, ეს უკვე შემდგარი ფაქტია. კი, ამქვეყნად არსებობს სამართლიანობა და ისტორიის ეთიკა, რომელსაც ვერ გაექცევით და ამ ისტორიის ეთიკა იქნება, როდესაც საკუთარი შვილები, შვილიშვილები დასხდებიან და პასუხს მოგთხოვენ იმაზე, რას, რატომ აფუჭებდით ამ ქვეყნის გასაბჭოებისთვის, რატომ შემოგქონდათ „აგენტების კანონი“, რატომ უფორმებდით ამ სახელმწიფოს რუსეთს, რატომ აფორმებდით ქვეყნის დემოკრატიის დასასრულს თქვენივე ხელით.

ამ კითხვებზე ისტორიის წინაშე კი არა, საკუთარი შვილების წინაშე არ გაქვთ პასუხი. დიახ, თქვენ აირჩიეთ არა მარო მაყაშვილის, არამედ ყორღანაშვილის მხარეს დგომა, შეგერგოთ. ისტორია მოგიჩენთ საკუთარ ადგილს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისათვის, პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ვრცლად:

„თუ ევროპას პოლარიზების დასრულება უნდა, კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვცეს“ – პრემიერის გამოსვლა პარლამენტში და მთავარი აქცენტები 

პრემიერი ევროპარლამენტარებზე: მოგვიწოდეს გვარამიას გათავისუფლება.. არ გვაინტერესებს, ის არის ჩვენი კრიმინალი

„სააკაშვილი არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი“ – ღარიბაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტის შემოსვლის მიზანი ომის დასაწყებად ნიადაგის მომზადება იყო 

“ეკონომიკა გავზარდეთ თითქმის 30 მილიარდი ლარით” – ირაკლი ღარიბაშვილი 

ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მას დეპუტატები მიმართავენ:

ჩარკვიანი პრემიერს: ბატონო ირაკლი, შეიძლება გაგიკვირდეთ, სამტროდ არ მოვსულვარ, თხოვნით მოვედი.. გადაიყვანეთ სააკაშვილი სამკურნალოდ! 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები