LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ შეინარჩუნებს მინისტრის სავარძელს – გახარია პრემიერობას მარტში დაემშვიდობება?

249
87058047-2155162091254061-8989890227300466688-n

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ახალ სამთავრობო ცვლილებაზე ისაუბრა. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაინიშნა.

გომელაურამდე ამ პოსტს ლევან იზორიას იკავებდა, რომელიც გერმანიაში ელჩად ინიშნება.

„უშიშროების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე წარმოგიდგენთ უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა, შეთავსებით. ეს ნიშნავს, რომ მისი ფუნქციონალი, ისევე როგორც ძალისხმევა იქნება გაზრდილი და ეფექტური“, – განაცხადა გახარიამ.

ამ ცვლილების პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავად პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დიდხანს ვეღარ შეინარჩუნებს თანამდებობას და მის ადგილს სუს-ის უფროსი, გიორგი ლილუაშვილი დაიკავებს. აღნიშნულ ინფორმაციას „2020NEWS“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გახარია თანამდებობას მარტში დაემშვიდობება.

როგორც ამბობენ, გიორგი გახარიას გადადგომა ივანიშვილს დასავლეთმა მოსთხოვა. ივანიშვილმა კი პრემიერის პოსტზე ლილუაშვილზე იმიტომ გააკეთა არჩვანი, რომ ეს უკანასკნელი მაღალი ნდობით სარგებლობს.

 

მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე „ფორტუნა“ ექსპერტებს ესაუბრა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სამთავრობო ცვლილებების განხორციელებას აზრი არ აქვს, რადგან ყველაფერს ქვეყანაში მაინც ერთი ადამიანი წყვეტს.

„ლევან იზორიას ადგილას ვის დანიშნავენ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რა მნიშვნელობაა უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე ვინ იქნება, ვახტანგ გომელაური თუ ალექსანდრე ჭიკაიძე. მთავარია, რომ თვითონ სისტემაა შესაცვლელი“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე კი ამბობს, რომ წინასაარჩევნოთ სამთავრობო ცვლილებელი აუცილებელია.
გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის სავარძლებს ვერ შეინარჩუნებენ ინფრასტრუქტურისა და იუსტიციის მინისტრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები