LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ მოამარაგებს სასმელი წყლის გარეშე დარჩენილებს ზუგდიდში

102
1 წყალმზიდი

სამეგრელოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამკაცრებული კონტროლის გამოცხადების შემდეგ, მოსახლეობა მთავრობის განკარგულებას შეძლებისდაგვარად ასრულებს, თუმცა პრობლემები სხვადასხვა საკითხებზე უკვე წარმოიშვა. ქალაქის მოსახლეობის ნაწილი სასმელი წყლის გარეშე დარჩენის საშიშროებაზე საუბრობს და მერიისგან დახმარებას ითხოვს. კერძო სახლების უმრავლესობას საკუთარ ეზოში ჭები არ გააჩნიათ. სასმელი წყლით მომარაგებას ისინი მეზობელი ოჯახებიდან ახერხებდნენ, თუმცა გამკაცრებული რეჟიმის ფონზე, ამბობენ, რომ უსაფრთხოების მიზნით, თავს არიდებენ სახლიდან გასვლას და მეზობელი ეზოდან წყლის მოტანას.

“მესამე არჩევნები მოვიდა და რაც 6 წლის წინ დაგვპირდნენ ის არ შეუსრულებიათ. ახლაც იგივეს გვეტყვიან – გავაკეთებთ, მოვიყვანთ, მოგამარაგებთ და პრობლემა არ იქნებაო. აგერ მოვიდა პრობლემა თავისით და დავრჩით სასმელი წყლის გარეშე. უარს წყალზე მეზობელი როგორ მეტყვის, მაგრამ მე თვითონ მერიდება მისვლა. რამე რომ იყოს, მერე ვინ ვისგან დაავადდა, ვინ გაარჩევს. ვიცავთ დისტანციასაც და უსაფრთხოების ზომებსაც. ხელთათამანით ვაღებ მეზობლის ჭიშკარს, ამომაქვს წყალი ჭიდან და მომაქვს სახლში. მოსვლისთანავე ვაგდებ ხელთათმანს. ასე იქცევა ყველა, მაგრამ რამდენი ხანი? სულ არ სიამოვნებს იმ კაცს დღეში 10-ჯერ მეზობლის მისვლა. ყველა ეზოში შემოყვანილია წყლის სადენები, მაგრამ არ დაადგა საშველი და არ ჩართეს”, – მანანა ესებუა.

18 000 აბონენტიდან, 14 ათასამდე აბონენტის მიერთების სამუშაოები ახალ ქსელზე უკვე დასრულებულია, თუმცა პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. საცდელი ჩართვა მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქუჩაზე უკვე განხორციელდა.

“ფორტუნასთან” საუბარში გაერთიანებული წყალმომარაგების წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ პასუხისმგებლობაში შემავალი აბონენტები ამ დროისათვის წყალს გრაფიკით იღებენ. ეს ძირითადად მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინებს ეხება. რაც შეეხება კერძო ქუჩებსა და ოჯახებს, კომპანიაში აცხადებენ, რომ აბონენტების მიერთების პროცესი გაზაფხულზე დასრულდება. სატესტო აბონენტთა შორის არის ზუგდიდელი გენად ჩიქობავა, რომელიც სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.

“მეზობლები ვართ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს”: აფხაზეთიდან სამკურნალოდ ზუგდიდში მოდიან

“მეზობლის ჭაში წყლის საქაჩი ტუმბო ჩადგმული მაქვს, მაგრამ უმუშევრად დარჩენილმა იმ დენის გადასახადი რითი გადავიხადო მერე. მძღოლი ვარ, მიკროავტობუსზე ვმუშაობდი, აკრძალეს ტრანსპორტის მოძრაობა და ვზივარ სახლში. მერია თუ დაგვეხმარება ამ გაჭირვებულ ხალხს, კარგი იქნება” – გენადი ჩიქობავა.

ინფორმაციაში, რომელიც “ფორტუნამ” გაერთიანებული წყალმომარაგებიდან მიიღო, წერია, რომ  ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის კონტრაქტორი არის “AS Inshaat” LLC. პროექტის ღირებულება  94,135,806 ლარს შეადგენს. კომპანიის ცნობით, დაფინანსების წყარო აზიის განვითარების ბანკი ADB-ია.

“ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობს. შესაბამისად, მოსახლეობის დიდი ნაწილი საუბნო ჭაბურღილებითა და ინდივიდუალური ჭებით სარგებლობს.  სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდება და 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება. ამ დროისთვის სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ახალ ქსელზე გადართვას და მოსახლეობის გამრიცხველიანებას” – წერია კომპანიის მიერ მოწოდებულ განმარტებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები