ქურთი პოლიტიკოსი, 35 წლის ჰევრინ ხალაფი, სირიაში წამებით მოკლეს. ის სირიის მომვლის პარტიის გენერალური მდივანი იყო. ქალაქ რაქას ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოსგან” დახსნის შემდეგ, თავის პარტიასთან ერთად ჩრდილოეთ სირიაში ვითარების მოწესრიგებაში მონაწილეობდა.
რამდენიმე დღის წინ თურქეთმა და მისმა მოკავშირე ძალებმა, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სახმელეთო შეტევა დაიწყეს. შაბათს ქალაქ ტალ აბაიადში თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა ფევრინ ხალაფის მანქანა გააჩერეს. სამხედრო ძალებმა პოლიტიკოსი და მისი მძღოლი მანქანიდან გადმოიყვანეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სასიკვდილოდ დაჭრეს. ამავე დღეს ახალგაზრდა პოლიტიკოსის გარდა კიდევ 9 ადამიანი მოკლეს. მთლიანობაში, უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, მსხვერპლის როდენობამ 38-ს მიაღწია.
”სირიის მომავლის პარტია დიდი მწუხარებით გლოვობს ჰევრინ ხალაფს – სირიის მომავლის პარტიის გენერალურ მდივანს. ის თავის პატრიოტულ და პოლიტიკურ მოვალეობას ასრულებდა” – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალგაზრდა პოლიტიკოსი განათლებით ინჟინერ-მშენებელი იყო.
“ეს არის ცხადი მტკიცებულება, რომ თურქეთის ხელისუფლება შეუიარაღებელი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ კრიმინალურ პოლიტიკას აგრძელებს”, – განაცხადეს სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლებმა.