LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ იპოვის ისტორიულ მუცოში გადამალულ განძს-ლეგენდა, თუ რეალობა

576
1572357201

მუცო
განთქმული მეომრებისა და მონადირეების საცხოვრებელი, ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი. ციხე-სოფელი მუცო ხევსურეთის ისტორიულ მხარეში რთული რელიეფის სამ ვერტიკალურ ტერასაზეა განლაგებული. რამდენიმე ათეულ საცხოვრებელ სახლთან და ციხე-კოშკებთან მისასვლელი, 300-მეტრიან ციცაბო ფერდობზე გადის.
საქართველოსთვის, რომელსაც მუდმივად უწევდა დაცვა ჩრდილოკავკასიელი, სპარსი, არაბი, თურქი, მონღოლი და სხვა დამპყრობლების შემოსევებისგან, ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯის მნიშვნელობას უდიდსი როლი ჰქონდა.
სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არდოტის წყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1880 მ-ზე,დუშეთიდან დაახლოებით 120 კილომეტრში მდებარეობს.

ლეგენდა მუცოზე:
ისტორიულ სოფელზე საინტერესო ლეგენდაა შემონახული. ამბობენ რომ აქ საიდუმლო განძი ინახებოდა და მხოლოდ ორმა ადამიანმა იცოდა მისი სამალავი. საგანძურიც და დროშაც მხოლოდ ხევსურთა უდიდეს დღესასწაულზე _ “ათენგენობაზე” გამოჰქონდათ, მუხლს იყრიდნენ მის წინაშე და დაღუპული მეომრების სულს იხსენიებდნენ. საგანძურისა და დროშის სამალავების მცოდნეებმა საიდუმლო საფლავში თან წაიღეს. ასე დარჩა ლეგენდად მუცოს მიუვალ კლდეებში დამალული განძი და დროშა. მუცოელებს სჯერათ, რომ განძს ვერავინ იპოვის, ვიდრე მუცოს მფარველი ხატი თავად არ ამოარჩევს ღირსეულს და ძილში არ უჩვენებს მის ადგილსამყოფელს. ასევე, ლეგენდის თანახმად სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ.

რა დაგვხვდება მუცოში:
დღეს მუცო ისტორიული ადგილია ულამაზეს გარემოსა და ბუნებაში ჩაფლული. მის ისტორიული ადგილების მონახულების მსურველების ერთერთი ხშირი სამიზნეა.

დღევანდელი მუცო და სანახაობები:

ბორჩაშვილების ციხე-სახლი

ბროლისკალოს წმინდა გიორგის ხატი

თორღვაის კოშკი

თორღვაის ციხე-სახლი

კოშკიანი ციხე-სახლი

ჩოლოყაანთ კოშკი

ბორჩაშვილების ციხე-სახლი

ბროლისკალოს წმინდა გიორგის ხატი

თორღვაის კოშკი

თორღვაის ციხე-სახლი

კოშკიანი ციხე-სახლი

ჩოლოყაანთ კოშკი

ხევსურეთშივეა სოფელი ანატორინი,რომლის მაცხოვრებელთა თავდადებაზე დღემდე ბევრს საუბრობენ. გადმოცემის თანახმად, რდესაც სოფელს შავი ჭირი მოედო, ერთ დღეს 60 ადა­მი­ა­ნი გა­ვი­და სოფ­ლი­დან, თა­ვის ნე­ბით შე­ვიდ­ნენ აკ­ლდა­მებ­ში და და­ი­ხოც­ნენ, რათა  ჭირი სხვა სოფ­ლებ­ში არ გა­სუ­ლი­ყო. ამ ფაქტს აკლდამებში ნაპოვნი არქეოლოგიური მასალაც მოწმობს.

ფორტუნა და რუბრიკა “ბონ ვოიაჟი”  ფოტო გალერეას გთავაზობთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები