LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვინ გაეკიდა ისიც ვიცი, რამდენი იყვნენ ისიც ვიცი და ციხიდან, რომ არ გამოვახედებ ისიც ვიცი” – მირიან ნიკოლაძე

2220
ნიკოლაძე

გიორგი შაქარაშვილის ბიძი დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ ტვ პირველის ეთერში საუბრობს და ამბობს, რომ მან ზუსტად იცის, ვინ არიან ის პირები, რომლებიც 19 წლის ფეხბურეთელს გამოეკიდნენ.

„გიორგის ვინ გაეკიდა ისიც ვიცი, რამდენი იყვნენ ისიც ვიცი და ციხიდან, რომ არ გამოვახედებ ისიც ვიცი. გიდასტურებთ, რომ გიორგის რამდენიმე ადამიანი გაეკიდა, კონკრეტულ ციფრს ვერ გეტყვით. „ტოიოტა“- დან გადმოსული ადამიანების ნაწილი ამირხანაშვილთან დარჩნენ, ნაწილი კი გიორგის გაეკიდა.“– განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

დღეს მან ბრიფინგზეც თქვა, რომ ოჯახი “ტოიტა ქამრის” 6 მგზავრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი წლის დახრჩობით გამოწვეული ასფიქსიაა. დასკვნაში ასევე ჩამოთვლილი იყო, რა დაზიანებები მიიღო შაქარაშვილმა გარდაცვალებამდე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები