LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ტრაგედიას გამოქცეული 16 წლის ბიჭი, რომელიც მშენებლობაზე დაიღუპა

3325
IMG-9772

თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე გარდაცვლილი მუშა, 16 წლის გიორგი ბეშკენაძეა. როგორც ირკვევა, რამდენიმე წლის წინ, ბიჭის ოჯახში მძიმე ტრაგედია დატრიალდა – მას ჯერ ძმა დაეღუპა, ხოლო შემდეგ მამა – მან შვილის გარდაცვალების შემდეგ, მისსავე საფლავზე ჩამოიხრჩო თავი.  

ისანში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ წუთებში მიმდინარეობს

ოჯახში მხოლოდ ის და დედა დარჩნენ.

არასრულწლოვანი დედასთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანში ცხოვრობდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ოჯახი საკმაოდ გაჭირვებულია.

სოციალური პირობების გამო, გიორგი თბილისში, მშენებლობაზე სამუშაოდ ჩამოვიდა, თუმცა არასრულწლოვანმა პირველი ხელფასის აღებაც ვერ მოასწრო და სიცოცხლე ლიფტის შახტში დაასრულა [სამშენებლო ლიფტის დემონტაჟის დროს ბაგირი გაწყდა, რასაც ტრაგედია მოჰყვა].

გარდაცვალების მიზეზი, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, კვლავ სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევაა. 

მშენებლობაზე გარდაცვლილი, სავარაუდოდ, არასრულწლოვანია

ახალგაზრდა მამაკაცი ლიფტის შახტში ჩავარდა

წინასწარი მოკვლევით დგინდება ისიც,  რომ ოფიციალური დოკუმენტები კომპანიაში მოზარდის დასაქმების შესახებ არ არსებობს. სავარაუდოა, რომ მშენებლებმა ობიექტზე არასრულწლოვანი სიტყვიერი გარიგებით დაასაქმეს და სახიფათო საქმე ჩააბარეს.

გარდაცვლილი არასრულწლოვანი სოფელში ჯერ არ ჩაუსვენებიათ.

პოპულალურები