LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველ გოგონას ამერიკის უნივერსიტეტი წელიწადში 84 ათას დოლარს გადაუხდის

sopo

ქართველმა გოგონამ სოფო კევლიშვილმა კოლუმბიის უნივერსიტეტის სრული დაფინანსება მოიპოვა.

სოფო კევლიშვილი თბილისში, გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა და ის სწავლას სექტემბრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი, ნიუ იორკში გააგრძელებს. ქართველი გოგონა ბიოინჟინერიას შეისწავლის, თუმცა ამაზე არ გაჩერდება. საბოლოო ჯამში მას ქირურგობა სურს.

უნივერსიტეტი მას ოთხი წლის განმავლობაში სწავლას სრულად დაუფინანსებს, რაც წელიწადში 84 000 დოლარს მოიცავს. მას ასევე, უფინანსებენ მგზავრობის ხარჯებსაც.

“ბიოინჟინერიის შესწავლის შემდეგ, სამედიცინო სკოლაში მინდა სწავლა გავაგრძელო, საბოლოო ჯამში მინდა, რომ ქირურგი გავხდე,” – განაცხადა სოფო კევლიშვილმა “ფორტუნასთან”.

როგორც სოფო კევლიშვილმა “ფორტუნას” განუცხადა, დაფინანსება უნივერსიტეტის სააპლიკაციო საშუალებით მოიპოვა. ის იმ პროცედურებსაც აღწერს, რისი გავლაც დაფინანსების მიღებისთვის მოუწია. აპლიკაცია მოიცავს, როგორც სკოლის ნიშნებს, ასევე სპეციალურად უნივერსიტეტისთვის დაწერილ რამდენიმე ესეს, CV-ის, პედაგოგების რეკომენდაციებს და ა.შ.

“აპლიკაციასთან ერთად, აგზავნი შენს ფინანსურ ფორმას, სადაც იწერება ყველაფერი, ოჯახის შემოსავალი და ა.შ. ამის გათვალისწინებით და ასევე იმით, თუ რამდენად უღირთ მისცენ მოსწავლეს დაფინანსება, რამდენად კარგი კანდიდატია, იღებენ გადაწყვეტილებას. ეს უნივერსიტეტი, ამერიკის ყველაზე პოპულარული სასწავლებლების სიაშია,” – აღნიშნავს ის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები