79 წლის სამუაელ ლითლს აშშ-ს ისტორიაში ყველაზე მეტი ადამიანი ჰყავს მოკლული. FBI-მ უკვე დაადგინა 50 ადამიანის ვინაობა, რომელიც სერიულმა მკვლელმა იმსხვერპლა. თუმცა მან 93 დანაშაული აღიარა და ქსპერტები მიიჩნევენ, რომ დანარჩენ შემთხვევებშიც არ ტყუის. 43 მოკლულის იდენტიფიცირებისთვის მუშაობა მიმდინარეობს.

ლითლის მსხვერპლთა უმრავლესობა ქალი იყო. მან დანაშაულები 1970 წლიდან 2005 წლამდე პერიოდში ჩაიდინა. აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს ინფრომაციით მსხვერპლთა უმეტესობას მკვლელი ჯერ სცემდა შემდეგ კი გუდავდა. ლითლი 2014 წელს 3 მკვლელობისთვის გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

მსგავსი თემები