LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის 21 წლის გოგონა, რომელიც ბათუმში კორონავირუსით გარდაიცვალა

932
ჯგენტი კოლაგე

”მიჭირს ამ სიტყვების გაზიარება რომ ეს ლამაზი და სათნო გოგო აღარ გვყავს. თუ, როგორი განადგურებულია მისი ოჯახის წევრები და ყველა ახლობელი. თუ არსებობს ისეთი სიტყვა, რომელიც გამწარებულ დედას განადგურებულ მამას ანუგეშებს, ახლა სიტყვები ზედმეტია ჩვენი ლამაზი თამუნა უფალმა ჩაიკრა გულში. მშვიდად იძინე ანგელოზო. ჩემი ოჯახის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვიზიარებ ოჯახის ამ დიდ ტკივილს”.

სოციალურ ქსელში უამრავი წერილი ვრცელდება, 21 წლის გოგონას შესახებ, რომელიც დღეს ბათუმის კლინიკა ”ბაუ” – ში კორონავირუსით გარდაიცვალა. ის ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის პედაგოგის, ლოლა ჯაფარიძის შვილია.

მისი მეგობრები და ახლობლები გულისტკივილს გამოთქვამენ თამარ ჟღენტის გარდაცვალების გამო.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის სამძიმარი 21 წლის გარდაცვლილი გოგონასადმი:

”ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია მწუხარებას გამოთქვამს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის პედაგოგის – ლოლა ჯაფარიძის შვილის, ამავე გიმნაზიის კურსდამთავებულის თამარ ჟღენტის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
”სულმან მისმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანა”.
”კიდევ ერთი ანგელოზი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა ამ ვერაგმა კოვიდ-ვირუსმა”.

”ძალიან მენანები, ძალიან. ისეთი ცხოვრებით სავსე და ხალისიანი იყავი. უფალმა საუკეთესოთა საუკეთესო თავისთან წაგიყვანა ულამაზესო გოგო”.

”ჩვენი გიმნაზიელი და გიმნაზიის პედაგოგის ლოლა ჯაფარიძის შვილი. უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს. მოიხსენიეთ მეგობრებო თქვენს ლოცვებში ახალშესვენებული თამარი”.

შეგახსენებთ, რომ გოგონას გარდაცვალების მიზეზად, ორმხრივი პნევმონია და ჭარბი წონა დასახელდა. ის თებერვალში 22 წლის გახდებოდა.

ბათუმში კორონავირუსით 21 წლის პაციენტი გარდაიცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები