LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ ააშენებს ხევი-უბისას მონაკვეთს უკვე ცნობილია

Screenshot_1-1-620x326

რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია Hunan Road and Bridge Construction Group -სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სატენდერო წინადადება სულ 10-მა კომპანიამ წარმოადგინა, რის შემდეგაც შემოთავაზებული წინადადებების განხილვა მოხდა და დონორ ორგანიზაციასთან კონსულტაციით გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. ახალი გზის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და კომპანია Hunan Road and Bridge Construction Group -ის გენერალურმა მენეჯერმა გონგ ჟიჰუიმ მოაწერეს.

დეპარტამენტის ინფორმაციითვე, კომპანია Hunan Road and Bridge Construction Groupძალიან დიდი გამოცდილების მქონე კომპანიაა. ის ბაზარზე 64 წელია საქმიანობს. ამ ხნის განმავლობაში, კომპანიას აშენებული აქვს: 1 000-ზე მეტი მასშტაბური სიდიდის და სირთულის ხიდი, მთლიანი სიგრძით – 330 კმ; 4 000 კმ-ზე მეტი სიგრძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ; 203 გვირაბი, რომელთა საერთო სიგრძე 168 000 მეტრია.

პროექტი, ხევიუბისას 12,2 კმიან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობასითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით) და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია 3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი – საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში. ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის.

პროექტის ღირებულება 732 296 478 ლარია და სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები