LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიმსჯელეთ დასავლეთისთვის მიმართვაზე, ივანიშვილს დაუწესოს სანქციები: შალვა ნათელაშვილი

64
შალვა ნათელაშვილი

ოპოზიციონერი ლიდერების შეკრების შემდეგ, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაიმართა, შალვა ნათელაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით შეხვედრაზე „იმსჯელეს დასავლეთის მიმართვაზე, რომ ივანიშვილს სანქციები დაუწესონ“.

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

მისივე განცხადებით, სანქციების დაწესება პოლიტიკური კრიზისის ცივილიზებულად და სამართლიანად განმუხტვას დააჩქარებს.

„ვიმსჯელეთ იმაზე, რომ დადგა დრო, მივმართოთ სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროპის კავშირს, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის პერსონალური სანქციების დაწესებაზე, რაც დააჩქარებს მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ცივილიზებულად და სამართლიანად. თუნდაც იმით, რომ ჩვენგან მიტაცებული მილიარდები იქნება გაყინული და მერე დაბრუნებული საქათველოს ბიუჯეტში. ამ საკითხზე შედგება სათანადო პროექტი, რასაც წარვუდგენთ მსოფლიო თანამეგობრობას“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

ჯერჯერობით არავინ აპირებს დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელის მოწერას: გიგი წერეთელი