LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიხრჩობოდი, ვერ დავდიოდი… თავადაც გაზით მოწამლულმა ხელით მატარა – უდიდესი მადლობა! თქვენ მე გადამარჩინეთ“ – ნანუკა ქაჯაია მამუკა ხაზარაძეს საჯარო მადლობას უხდის

266
Untitled design

7 მარტს, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მოქალაქეები სპეცრაზმმა წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიების, ასევე ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. მოქალაქეებთან ერთად დაშავდნენ ადგილზე მყოფი ჟურნალისტებიც, რომლებიც თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

მათ შორის ერთ-ერთია ნანუკა ქაჯაია, რომელიც წერს, რომ დიდი რაოდენობით გაშვებული გაზი მას სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა და არც გადაადგილება შეეძლო, ამ დროს კი პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც თავადაც გაზით იყო მოწამლული, ნანუკა შედარებით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.

ნანუკა ქაჯაია მამუკა ხაზარაძეს გადარჩენისთვის მადლობას უხდის.

„გუშინ ბატონი გიორგი ვაშაძის მიმართვას ვასმენინებდი მაყურებელს პარლამენტიდან, როცა ძალოვნებმა წარმოუდგენელი რაოდენობის გაზი გაუშვეს. იმდენად დიდი, რომ მეც და ბატონი გიორგიც ადგილზე დავვარდით. ვიხრჩობოდი, ვერ ვსუნთქავდი, ვერ დავდიოდი. შესაბამისად, გადაადგილება უსაფრთხო ადგილამდე წარმოუდგენელი იყო. ამდენ ხალხში ძალიან გამიმართლა, რომ ბატონმა მამუკა ხაზარაძემ შემამჩნია, რომელიც თავადაც გაზით იყო მოწამლული და ფაქტობრივად პარლამენტიდან თბილისი მარიოტამდე ხელით მატარა. თან ამ დროს თვითონაც უჭირდა გადაადგილება. უბრალოდ მინდა, რომ საჯაროდ ვუთხრა უდიდესი მადლობა დახმარებისთვის – მამუკა ხაზარაძე გუშინ თქვენ გადამარჩინეთ“, – წერს ნანუკა ქაჯაია.

 

გუშინ ბატონი გიორგი ვაშაძის მიმართვას ვასმენინებდი მაყურებელს პარლამენტიდან, როცა ძალოვნებმა წარმოუდგენელი რაოდენობის…

Posted by Nanuka Kajaia on Wednesday, 8 March 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები