LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიღებთ კომპლიმენტებს ქალებისგან, რომლებიც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდებიან“ – კალაძეს ჭავჭავაძის გამზირის პროექტი მოსწონს

290
101851477-176677480450691-5351901130559324160-n

თბილისის მერის განცხადებით თბილისში სტატისტიკის მიხედვით დაახლოებით 500 ათასი ავტომობილი გადაადგილდება. ყოველწლიურად ახალი შემოყვანილი ავტომობილების რაოდენობა კი  5, 6, 7 პროცენტით იზრდება. 

ავტობუსები შუა გზაზე ორ კვირაში ივლიან: რას ელიან ექსპერტები ჭავჭავაძეზე

"ამ ინფრასტრუქტურის შემხედვარე მოლოდინი დადებითი არ მაქვს..."

„დედაქალაქში ავტომობილების რაოდენობის ზრდა ერთის მხრივ კარგია, რადგან ადამიანებს უჩნდებათ შესაძლობლობა, ახალი ავტომობილი შეიძინონ. მეორეს მხრივ შეუძლებელი ხდება ქალაქში გადაადგილება. ასევე ისმის კითხვები, რატომ არ შეიძლება გზების გაფართოება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს შესაძლებლობა ყველა გზა გაფართოვდეს. ახალს არაფერს ვიგონებთ, ეს ნოვაცია არ არის. უბრალოდ ვიზიარებთ მსოფლიოს დიდ ქალაქებში განხორციელებული მაგალითები გამოვიყენოთ. ისმის კითხვა, მაშინ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა მოგვარდეს სატრანსპორტო პოლიტიკა. ამისთვის ქმედითი ნაბიჯები უკვე გადავდგით, დავიწყეთ ავტობუსების ჩანაცვლება. წლის ბოლომდე ახალი ავტობუსები გვეყოლება და ყვითელი ჯართი აღარ ივლისს, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს და ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ისმოდა, ყვითელი ავტობუსებით ვიაროთო? არა, არ იაროთ ყვითელი ავტობუსებით. ივლით ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევროექვსის ავტობუსებით. თუმცა არც ავტობუსებით სიარულია სავალდებულო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ავტობუსებით სიარულს არ ვკრძალავთ. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი მთლიანად მორგებულია ქვეითად მოსიარულებსა და საზოგადოებრივ ტრანსპიორტზე. გამზირი მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით, სადაც ძალიან სასიამოვნოა გადაადგილება და ვიღებთ კომპლიმენტებს განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება. ასევე შეიქმნა კონკრეტული ადგილები ველობილიკებისთვის, სკუტერების სასეირნოდ. მთლიანობაში ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა“, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

 

3 ღამე ჭავჭავაძეზე ავტობუსები ახალ რეალობაში დაიტესტება

 

კალაძის თქმით, ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის კრიტიკოსები ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ამბობენ, რომ მერია კერძო ავტომობილებით გადაადგილებას კრძალავს.

„ჩვენ რა თქმა უნდა არ ვკრძალავთ კერძო ავტომობილით გადაადგილებას. გვინდა ხელი შევუწყოთ სზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას და ეტაპობრივად  გვინდა გავაკეთოთ ისე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს ყველაზე კომფორტული და ყველაზე სწრაფი დედაქალაქში.

პარალელურად რა პროექტებსაც ვახორციელებთ, ყველგან ხდება ამ პოლიტიკის გათვალისწინება და საგზაო ინფრასტრუქტურის ისე მოწყობა, რომ ავტობუსებით, მიკროავტობუსებით გადაადგილება ყველაზე სწრაფი იყოს დედაქალაქში“, – აღნიშნა კალაძემ.

 

რატომ ვერ გადავსხედით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და რა არის საჭირო ბიძგისთვის?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები