LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თურქეთში, სავარაუდოდ, მეტეორი ჩამოვარდა

555
მეტეორი

თურქეთში, სავარაუდოდ, მეტეორი ჩამოვარდა. ჩამოვარდნამდე მეტეორი ცაში აფეთქდა და ნაწილებად დაიშალა. შემთხვევა ოთხშაბათს, საღამოს მოხდა. ჩრდილოთ თურქეთის მაცხოვრებლებმა ცაზე დიდი ნათება შენიშნეს.

სოციალურ ქსელში მომხდარის ვიდეოები ვრცელდება. უჩვეულო ნათება სოციალური ქსელის მომხმარებლებმა  შემთხვევით გადაიღეს. ნათება ობიექტებზე დამონტაჟებულმა კამერებმაც დააფიქსირეს.

„სინათლის ბურთის“ დანახვა თურქეთის რამდენიმე პროვინციიდან იყო შესაძლებელი.

ოფიციალურად არ დადასტურებულა, რომ ობიექტი, რომელიც ჩამოვარდა, მეტეორია. თუმცა, მეტეოროლოგები სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები