LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თიკა მახალდიანი, დედის გარდაცვალების შემდეგ, პირველად ამღერდა

402
tikamaxaldianijune

მომღერალი თიკა მახალდიანი მის ცხოვრებაში გარკვეული პერიოდის წინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ტელევიზიით პირველად გამოჩნდა. შეგახსენებთ, ცნობილი შემსრულებლის დედა ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ის სახლში იჯდა, როდესაც მას პოლიციელის მიერ ჰაერში, აღდგომის აღსანიშნავად გასროლილი ბრმა ტყვია მოხვდა…

თიკა საზოგადოების წინაშე აქამდე არ გამოჩენილა. მან “იმედის” გუშინდელ ეთერში, რომელიც დიდი სიყვარულის ისტორიებს ეძღვნებოდა, შეასრულა ედიტ პიაფის ცნობილი სიმღერა La Vie En Rose. მომღერალი სცენას დაუბრუნდა და გადაცემა “ავტოგრაფის” ეთერში, ბენდის აკომპანემენტის თანხლებით, ძალიან კარგი პერფორმანსი შემოგვთავაზა. ცნობილია, რომ თიკას დედა სახელოვნებო სფეროში მუდამ აქტიურობისკენ მოუწოდებდა. როგორც ჩანს, ეს შესრულებაც მომღერალმა სწორედ დედის ხსოვნას მიუძღვნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები