LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თიკა ფაცაცია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ტელევიზიას დაუბრუნდა

747
tikafacacai102

თიკა ფაცაცია, ორკვირიანი პაუზის შემდეგ, “რუსთავი 2”-ზე გადაცემა “შუა დღის” ეთერს დაუბრუნდა. როგორც თავად ჰყვება, ორი კვირის წინ, სახლში წასულმა აღმოაჩინა, რომ სიცხე ჰქონდა. დაუდასტურდა კოვიდი და აღმოჩნდა შინ.

„ყველაზე მძაფრი და ყველაზე შემაწუხებელი ამ 12 დღის განმავლობაში იყო შიში. პირველი სამი დღე – შიში, კოვიდინფექცია სხვას ხომ არ გადასდე. ეგოიზმს ეს ვირუსი სრულად გავიწყებს, რაც არ არის ცუდი. ვნერვიულობდი ჩემს კოლეგებზე, დავიწყე კონტაქტების ძიება. ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ, როცა მახსენდებოდა, რომ მათთან პირბადით ვიდექი. პოზიტივს ვეძებთ ყველაფერში და ეს პოზიტივია. მეორე სამი დღე გააზრებაა, რომ ამ ინფექციასთან ხარ მარტო. მეორე სამ დღეში სიმპტომატიკა იმატებს და გაინტერესებს, რას იზამს შენი ორგანიზმი. არ უნდა გამოგეპაროს რაიმე სიმპტომი, რომელიც შეიძლება, გადამწყვეტი იყოს.

რომ გირეკავენ და გამხნევებენ, ეს მკურნალობის მეორე მხარეა. დაემთხვა, რომ მქონდა დაბადების დღე და სახლში ექვსი კილომეტრი გავიარე. ემოციები არის გადამწყვეტი. მეორე სამ დღეში მივხვდი, რომ შიში და სტრესი უნდა გადამეტეხა, რადგან განწყობა მუშაობდა დადებითად. ჩავხსენი ყველაფერი, რადგან ვგრძნობდი, როდესაც სტრესში ვიყავი, სუნთქვა მიჭირდა. მესამე სამი დღე არის იმისი, რომ ნელ-ნელა სიმპტომები სტაბილურდება ან იკლებს. ბოლოს არის შიში იმისა, ადრე ხომ არ გამოხვედი გარეთ. სხვებსაც ეშინიათ… შვილებთან რომ მივედი, ნაადრევი ხომ არ იყო-მეთქი, მაგრამ ამანაც გამიარა. დღეს შიში საბოლოოდ გამიქრა, როცა სამსახურში მოვედი და ჩემი თანამშრომლები ფიქრობენ, რომ ყველაზე “მწვანე” ადამიანი ვარ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები