LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა, შვილზე მეტადაც… ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, ყურადღებას არ მაქცევდა…” – ეკა ბერუაშვილი

603
BeFunky-collage - 2022-11-29T011447.330

ტელეწამყვანი ეკა ბერუაშვილი ლელა წურწუმიას გადაცემაში “მხოლოდ ლელასთან” საკუთარ პირად ცხოვრებაზე და სირთულეებზე საუბრობს.

მისივე თქმით, მეუღლე საკმაოდ ხშირად ამცირებდა.

“ძალიან მიყვარდა, სიცოცხლეზე და შვილზე მეტადაც. ვფიქრობდი რით მესიამოვნებინა. ძალიან ვუვლიდი და ვზრუნავდი. ვფიქრობ რომ ცუდად მოვიქეცი.

არ შეიძლება ზედმეტი ყურადღების გამოჩენა. არ ფიქრობდა მე რა გამახარებდა და გამაბედნიერებდა. არც იმით ინტერესდებოდა სად წავიდოდი და რას ჩავიცვამდი.

მხოლოდ მე მინდოდა მას გაეღიმა. ძალიან ცუდია ეს. ბევრს მამცირებდა. ბავშვი რომ გავაჩინე მას მერე წონაში ძალიან მოვიმატე. ვფიქრობდი მიზეზი ეს იყო.

თავს აღარ ვუვლიდი, რადგან მეგონა რომ არავის ვჭირდებოდი. გადავწყვიტე გამეკეთებინა კუჭის ოპერაცია. მას შემდეგ დავიწყე წონაში კლება”, – საუბრობს ეკა ბერუაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები