LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ დაეხმარა ივანიშვილი ბოკერიას დაქორწინებაში – უცნობი და უცნაური ისტორია

281
ბიზ22

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას წლების წინ ბიძინა ივანიშვილი დაეხმარა დაქორწინებაში.

2005 წელს მომხდარი ამბავი ბოკერიას მეუღლემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა „რეაქციაში“ გაიხსენა.

„კვარიათიდან გრიგოლეთში მივდიოდით. ვქორწინდებოდით. აჭარელი კაცისგან გვქონდა მანქანა ნაქირავები, რომელიც გზაში გაფუჭდა. წყალი აადუღა. ზუსტად ციცინათელასთან გავჩერდით. ორმა მანქანამ გაიარა და უკან მობრუნდა. მინები ჩაიწია და გამხდარმა კაცმა გვითხრა, ჩემ მანქანას დაგიტოვებთ და მოგხედავენო.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გვეგონა, მაგრამ მძღოლმა ჩაილაპარაკა, თავდაცვის სამინისტროდან არ ვართ, ეს ბიძინა ივანიშვილიაო. მანამდე ნანახი არ მყავდა. პირველად ვნახე ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა „რეაქციის“ ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები