LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რა ამბავს ჰყვება ქმრის შესახებ რუსკა მაყაშვილი

153
ruskamayashvili21510

რუსკა მაყაშვილი მეუღლის, სანდრო ნიჟარაძის შესახებ მხიარულ ამბავს ჰყვება „ფორმულაზე“ სტუმრობისას. ის აღნიშნავს, რომ სანდრო ორსულს ექოსკოპიაზე აქტიურად დაჰყვება და საკმაოდ არაკვალიფიციურ კითხვებს უსვამს ექიმს.

რუსკა:

პირველი დღეა, მისულები ვართ. უკვე ვატყობ, რომ ბავშვი უკვე ტიპია და რაღაცას დაემსგავსა. სანდრო ზის. ეტყობა, დაგუგლა თუ რა ქნა, არ ვიცი. „ეს ნაჭუჭია?“ ექიმმა გახედა, ნაჭუჭიო? საერთოდ არაფრის მეუხერხულება, მაგრამ უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი. სანდროს წაუკითხავს, რომ 16-17 კვირაზე ნაოჭი უნდა ჩანდეს…

ორი კვირის მერე სანდროს ვთხოვე, ან არ წამოხვიდე, ან არაფერი თქვა-მეთქი. შემოვიდა ისევ და ექიმი მეუბნება, რომ წყლების ნაკლებობა გაქვსო. სანდრო ეკითხება: „უკაცრავად, ბატონო ზურა, ბევრი წყალი რომ დალიოს?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები