LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ქეთი მელუას გადაღებები აჭარაში, რომელსაც მთელი მსოფლიო ნახავს

700
ketiemelua

ქეთი მელუა აჭარაში ვიდეოკლიპებს იღებს.

პოპულარული ქართველი მომღერლის ახალი სიმღერებისთვის ვიდეოგადაღებები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბათუმის ბულვარში, სარფისა და ციხისძირის სანაპირო ზოლსა და სოფელ მერისში ხუთი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს.

კლიპში მოხვდა სასტუმრო ეკო ჰაუს მერისიც, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა და “ფორტუნას” მკითხველი მისი აშენების ისტრიასაც გაეცნო.

ვიდეო: ჯაკუზი ვერანდაზე, მინის საძინებელი და ზღაპრული დასვენება: მთიანი აჭარის უცნობი სილამაზე

სასტუმროდან ვიდეოს მელუა საკუთარ ინსტაგრამზეც აქვეყნებს.

ეს პირველი შემთხვევაა,  როცა აჭარის ბუნების მრავალფეროვნებას, მთისა და ზღვის ერთობლიობას მსოფლიო მასშტაბით მომღერლის მილიონობით თაყვანისმცემელი ახალი ვიდეორგოლით გაეცნობა.

„ჩემთვის აჭარაში ვიდეოგადაღება პირველია. ყველა ზაფხული ბათუმში მაქვს გატარებული. ჩემთვის ბათუმი და შავი ზღვა არის სიხარული. საქართველოზე ლამაზი ქვეყანა სხვაგან არსადაა “ – ამბობს ქეთი მელუა და მას მოლოდინი აქვს, რომ ვიდეორგოლები ძალიან ლამაზი და პოზიტიური გამოვა.

გადაღებებისთვის მიმზიდველი ტურისტული ადგილების შერჩევასა და პროექტის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.

ვიდეორგოლის რეჟისორი მარიამ სიჭინავა, ოპერატორი კი ალექს ომიაძეა. მომღერლის ჩაცმულობაზე ბათუმელი დიზაინერი თაკო მექვაბიძე ზრუნავს, რომელმაც თითოეული სამოსი სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნა. ვიდეოგადაღებები რეგიონში დღეს სრულდება.

აჭარაში გადაღებულ ვიდეორგოლებს, რომელიც მერვე ალბომის ორი სიმღერისთვის იქმნება მაყურებელი ეკრანებზე უკვე შემოდგომაზე იხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები