LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ქართული ეროვნული პარკი, რომელსაც ამაზონის ჯუნგლებს ადარებენ

362
15525532046კოლხეთი3

ლანდშაფტები, სადაც მთელი დღე შეგიძლიათ ჩაიკარგოთ – ეს კოლხეთის ეროვნული პარკია, ადგილი, რომელსაც ამაზონის ჯუნგლებს ადარებენ.

კოლხეთის ეროვნული პარკი, თავისი მნიშვნელობით, საერთაშორისო ყურადღებას იქცევს. ის, UNESCO-ს ბუნებრივ მემკვიდრეობად ნომინირებული უბანია.

მათ, ვისაც ტბაზე ან მდინარეზე გასეირნება გსურთ, კოლხეთის ეროვნულ პარკში პონტონის, კაიაკის, კატერის სანაოსნო ტურები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელოდებათ.

https://www.facebook.com/protectedareas.gov.ge/videos/651364785474555/

 

შეგახსენებთ, კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. იგი მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს. ეროვნული პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი.

ეროვნული პარკის უბნები ხუთი ადმინისტრაციული რაიონის – ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის, სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.

კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ტურისტებს პალიასტომის ტბასა და მდ. ფიჩორის ხეობაში სანაოსნო ტურებს, ასევე სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებას (ბერდვოჩინგს) და ეკო-საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.