LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: პრინცი ჰარი მეგან მარკლს კადრში „შეუვარდა“ და ჟონგლიორობა დაიწყო

4868
prince-harry-meghan-markle-archewell

გუშინ მეგან მარკლი იუბილარი იყო, პრინცი ჰარის მეუღლე 40 წლის გახდა. ამ დღესთან დაკავშირებით სასექსის ჰერცოგინიამ ვიდეომიმართვა ჩაწერა და ინტერნეტში გაავრცელა. მეგან მარკლიმ ახალი კამპანიის შესახებაც განაცხადა, რომლის სახელწოდებაა 40 х 40. ეს კამპანია 40 წელს მიღწეული ქალების დასაქმებას ითვალისწინებს. ვიდეო მეგანმა მსახიობ მელისა მაკარტისთან ერთად ჩაწერა. მიმართვის დროს მოულოდნელად კადრში პრინცი ჰარი „შევარდა“, რომელიც ამ დროს მონტესიტოს სახლის ეზოდში ჟონგლიორობდა. მისმა დანახვამ მეგანი იმდენად გაამხიარულა, რომ მან სიცილისგან ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.

მეგან მარკლი 40 წლის გახდა – პრინცმა ჰარიმ მეუღლეს პატარა ტორტი აჩუქა

საინტერესოა, რომ ესაა მეგან მარკლის პირველი გამოჩენა პატარა ლილიბეთის დაბადების შემდეგ. სხვათა შორის, კადრში ასევე გამოჩნდა ფოტოების სერია მეგან მარკლის სამუშაო მაგიდაზე. მათ შორის იყო პრინცი ჰარისა და პატარა ლილიბეთის ფოტოც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები