LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: პრეზიდენტი წმინდა ნიკოლოზის გამო აღვლენილ ლოცვას სიონში ესწრება

141
სალომე

საქართველოს პრეზიდენტი წმინდა ნიკოლოზის გამო აღვლენილ ლოცვას სიონში ესწრება.

სალომე ზურაბიშვილის ტაძარში ყოფნის კადრებს „ტვ პირველი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე წირვა-ლოცვას ასრულებს.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მიიჩნევა. ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს.

19 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეა.

 

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/178889670100305

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები