LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: პენიტენციური სამსახური გლდანის დაწესებულებაში სააკაშვილის შესახლების კადრებს ავრცელებს

1655
1

პენიტენციური სამსახური ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის №18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში შესახლების კადრებს ასაჯაროებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, კადრებს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ავრცელებენ:

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლებას, პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწყებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს

იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.” – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

პოპულალურები