LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ორბელიანების სასახლეში სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

75
Untitled design (5)

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი იმყოფება.

არმენ სარქისიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინიტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა იმართება, რის შემდეგაც არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა.