ნინი ბადურაშვილმა თავისი ძველი სიმღერის ახლებური ვერსია შემოგვთავაზა. მან ძველ კომპოზიციას ერთი სიტყვა  და სათარუიც შეუცვალა. ,,გაზაფხულია” – ახალი ვერსიით ვიდეოსთან ერთად ახლახან შემოგვთავაზა.

კლიპის პრემიერა “პრაიმშოუში” შედგა.

ნინიმ კლიპი სოციალურ ქსელში გააზიარა და დაწერა:

„ესეც ჩემი ახალი ნამუშევარი. ვიცი, ბევრი ელოდა ამ სიმღერას, რომელიც თავის დროზე შეიყვარა მსმენელმა. იმედია, ეს ახალი ვერსიაც მოგეწონებათ და თავიდან შეიყვარებთ. რაც შეეხება კლიპს, ვფიქრობ, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. მადლობა მინდა ვუთხრა. პირველ რიგში. სიმღერის ავტორს, ერეკლე დიდიას. ასევე ტექსტის ავტორს ირინა სანიკიძეს, ბორიკო შხიანს საუკეთესო არანჟირებისთვის, Bravo Records-სა და ალეკო ბერძენიშვილს, კლიპის დამდგმელ რეჟისორებს, ირაკლი ფიფიას, აბო გასპარიანს და „აბო ფროდაქშენს“.  ირაკლი, შენ ხარ უმაგრესი და სუპერნიჭიერი ადამიანი! ასევე ქორეოგრაფიისთვის მეს დენს სტუდიოს და არაჩვეულებრივ მოცეკვავე გოგოებს! მადლობა კლიპის მთავარ გმირებს და უბრალოდ, ულამაზეს ანი ლოლაძეს და უსიმპატიურეს ნიკა ნოზაძეს, რომ ასე მაგრად შეასრულეთ თქვენი როლები და გაალამაზეთ ჩემი ვიდეო! ასევე მადლობა ჩემს მეგობრებს, ნინო მარტაშვილს საუკეთესო ვიზაჟისთვის, ხატია ხატიაშვილს – თმისთვის! და ბოლოს მადლობა მეღვინეობა გარეჯს და ბაგინეთს მხარდაჭერისთვის! მოუსმინეთ და ველი თქვენს შეფასებებს“.

მსგავსი თემები