LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო მტკიცებულებაა, რომ შეუძლოდ ვიყავი – ხაბეიშვილის თქმით, მერიის გამოქვეყნებული ვიდეო არასრულია

79

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, ლევან ხაბეიშვილი, აცხადებს, რომ მერიის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო არასრულია. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ეს ვიდეო მის სასარგებლო მტკიცებულებას წარმოადგენს.

“ვიდეო იწყება სკამიდან, მგონი ძალიან მარტივია, არავინ არის სულელი, სკამამდე ხომ მივედი, რატომ წამომაწვინეს, რატომ მეუბნებიან, რომ სასწრაფოს იძახებენ, რატომ მეუბნებიან, რომ ცუდად ვარ და დარჩენა არის საჭირო. ეს პირიქით მტკიცებულებაა იმის, რომ ვიყავი შეუძლოდ, იძახებდნენ სასწრაფოს და მე ვუთხარი, რომ თქვენი არაფერი მინდა, თუ დამაკავე, დამაკავეთ, ან გამიშვით. რომ გამოვდივარ, კარგად ჩანს, ვეუბნები რტყმის გარეშე, იმიტომ რომ რტყმით შემომიყვანეს. 

“ყველა პირის იდენტიფიცირება შემიძლია, მათ შორის, ვიდეოზე კარგად ჩანს, ვინ გამომიყვანა უკანონოდ და მათ შორის არის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი და არა პოლიციის, რა უფლება აქვს შენობის გარეთ აკავებდეს მოქალაქეს, შეაგდოს მერე მერიაში. რა ქაჯობა მოაწყვეს?” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თბილისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას, მიერ გაჟღერებულ ბრალდებას, რომლის თანახმად, პარტიის წევრ ლევან ხაბეიშვილს 2 ოქტომბერს  თბილისის მერიასთან გამართული არასანქცირებული აქციის მიმდინარეობისას მერიის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ, სიცრუეა. მერია ვიდეოსაც ავრცელებს, სადაც ლევან ხაბეიშვილი მერიის შენობაშია გადაღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები