LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მელანია ტრამპმა 7 წუთიან გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ქმარი ერთხელ ახსენა

119
melania2021

პირველი ლედის მოვალეობების ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე მელანია ტრამპმა ამერიკელ ხალხს მიმართა. პირველი ლედი მოსახლეობას 7 წუთიანი მონოლოგით დაემშვიდობა და პრეზიდენტის მეუღლის რანგში საკუთარი საქმიანობა შეაფასა. თავის მიმართვაში მელანიამ განსაკუთრებული აქცენტი კოვიდთან მებრძოლ ექიმებსა და მედპერსონალზე გააკეთა და მათ გაწეული საქმიანობის გამო, მადლობა გადაუხადა. 7 წუთიან სიტყვაში მან მხოლოდ ერთხელ ახსენა დონალდ ტრამპი და არაფერი უქვამს კაპიტოლიუმის შენობის აღების მცდელობაზე.

მელანია ტრამპი, ქმრის მსგავსად, არ დაესწრება ჯო ბაიდენის ინაუგურაციას. ის ასევე დაარღვევს პირველი ლედის ტრადიციას და არ მოუწყობს ექსკურსიას თეთრი სახლში ჯო ბაიდენის მეუღლეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები