LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მეხუთე სართულის აივნიდან გადმომძვრალი ბავშვი შემთხვევითმა გამვლელმა გადაარჩინა

359
5ec6633d90fe357a07b5a0a1-o-U-v2

თვითმხილველებმა გადაიღეს, თუ როგორ იდგა ბავშვი აივნის კიდეზე და უკან, სახლში შესვლას ცდილობდა.

30 წლის ჰუ იუნჩანმა ამ დროს კორპუსის სიახლოვეს გაიარა და მისი ყურადღება ეზოში შეკრებილმა ხალხმა მიიქცია. მეზობლები აივნის ქვეშ იდგნენ და ყოველიშემთხვევისთვის ლეიბები ქონდათ გაშლილი, რათა გადმოვარდნილი გოგონა დაეჭირათ.

ჰუს ბევრი არ უფიქრია და მაშინვე ჩარევა გადაწყვიტა. მეოთხე სართულზე ავიდა, ფანჯრიდან გადაძვრა და მეხუთესკენ აცოცდა. გოგონასთან მივიდა და მას უკან აძრომაში დაეხმარა.

საბედნიეროდ, ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ბავშვიც და მისი მხსნელიც უვნებლად გადარჩნენ.

oor-ledge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები