LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მძევლების გათავისუფლების კადრები

423
BeFunky-collage - 2020-10-22T122209.635

გუშინ ზუგდიდში მომხდარ ძარცვასთან დაკავშირებით, მედიაში გვიან საღამოს ვიდეოკადრები გავრცელდა, სადაც ჩანს როგორ ათავისუფლებს თავდამსხმელი მძევლებს. კადრები სავარაუდოდ სამეგრელო ზემო-სვანეთის ტერიტორიაზე, ზუგდიდის ერთ-ერთი რაიონის ტყეშია გადაღებული. თუმცა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც ის მიიმალა.

ვიდეომასალის მიხედვით ირკვევა, რომ ბოლო სამი მძევალი, რომელიც “თავისუფალი კორიდორის” სანაცვლოდ ბოროტმოქმედმა წაიყვანა, ტყეში მანქანიდან ჩამოსვა. მძევლებს შორის იყო ზუგდიდის სამხარეო პოლიციის უფროსი.

 

შეგახსენებთ, რომ “საქართველოს ბანკიდან” დამყაჩაღებელი რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ სამ მძევალთან და გავრცელებული ინფორმაციით ნახევარ მილიონ დოლართან ერთად, გამოვიდა. საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილი ხელყუმბარის მუქარით, ის მძევლებთან ერთად ავტომობილში ჩაჯდა და სამართალდამცველებისთვის გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. შენობიდან გამოსვლის კადრები ადგილობრივმა ტელევიზიის “ოდიშის” ოპერატორმა გადაიღო.

 

შეიარაღებული პირის და მძევლების შენობიდან გამოსვლის კადრები

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლეს, ასევე ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების განმარტებით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

 

 

პოპულალურები