LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “მან მითხრა, რომ ყველაფერზე ვარ წამსველელიო” – სააკაშვილი ივანიშვილზე

314
regnum-picture-156257887391602-normal

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ივანიშვილი სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაციას აკეთებს.

“2012 წლის არჩევნების შემდეგ მასთან მქონდა რამდენიმე შეხვედრა. მეორე შეხვედრაზე მან მითხრა, იცოდე ყველაფერზე ბოლომდე ვარ წამსვლელიო. მაშინ მე ბოლომდე ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. მერე პარტიის ოფისში მოვყევი ეს ამბავი და გიგი უგულავამ მითხრა, გადაეცი ჩვენც ყველაფერზე წამსვლელები ვართო. მაშინ არავინ არ აღვიქვით სერიოზულად რა თქვა. არადა ღირდა სერიოზულად აღქმა, რადგან ეს კაცი ნამდვილად ყველაფერზე წამსვლელია.”

როგორც სააკაშვილი ამბობს, ივანიშვილი ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაციის და არეულობის პროვოცირებას, რადგან შეშინებულია.

“ივანიშვილი აკეთებს იმიტაციას სამოქალაქო დაპირისპირების. სინამდვილეში არ არსებობს არანაირი ორი მხარე და არ არსებობს არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება. ახლა ხომ ყველასთვის საბოლოოდ გასაგები გახდა, რომ მას უნდა არეულობა და აწყობს დესტაბილიზაცია და ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. არსებობს ქართველი ხალხი რომელსაც უნდა უკეთესად ცხოვრება, არ უნდა რომ ვიღაცა ქვეყნიდან აგდებდეს.
რომელსაც უნდა რომ ჰქონდეს ნორმალური პენსია და ნორმალური პერსპექტივები ცხოვრებაში, რომელსაც უნდა ნორმალური დასაქმება. მეორეს მხრივ არის ბოლომდე გაკოტრებული და შეშინებული ივანიშვილი რომელსაც აღარაფერი აღარ შველის, არც მილიარდები და არც ხელისუფლება.
ჩვენ ახლა როგორც არასდროს გვჭირდება სიმშვიდე, მაგრამ შეტევა, მშვიდი შეტევა მთელი ფრონტით. ჩვენ ვართ ძალიან ბევრი და ძალიან ძლიერები. ჩვენ ვართ ამაყი ერის ამაყი შვილები. საქართველოში აუცილებლად გათენდება” – წერს სააკაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები