LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილს მოსკოვის ბილეთი უყიდა

262
45

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, ბიძინა ივანიშვილს მოსკოვის მიმართულებით, რუსული ავიაკომპანია “აეროფლოტის” ბილეთი უყიდა. ასე გამოეხმაურა ის ივანიშვილის იდეას ფრენების დაფინანსების შესახებ. როგორც ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, ქვეყანა მხოლოდ მაშინ განვითარდება, როდესაც ივანიშვილი ქვეყანას დატოვებს.

“მინდა ვუთხრა მას, რომ ეს არ არის 35-ევროიანი ბილეთი. ეს არის ბიზნეს კლასი, იმიტომ, რომ შეჩვეულია კაი ცხოვრებას. ამ ბილეთით მას შეუძლია დატოვოს ჩვენი ქვეყანა და ქვეყანა ამის შემდეგ ნორმალური განვითარების გზას დაადგება”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ ივანიშვილის უსირცხვილო განცხადება და დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, როდესაც მან თქვა, რომ ბიუჯეტის ხარჯზე დააფინანსებს 35 ევროიან ბილეთებს ქუთაისის აეროპორტიდან და მოსახლეობას, იმ ადამიანებს, ვისაც ასე ძალიან სჭირდება სამუშაო ადგილი, ნორმალური, ღირსეული ცხოვრება ჩვენ ქვეყანაში, გაუშვებს სხვა ქვეყანაში და დაეხმარება ჩვენს ისედაც დემოგრაფიულად კლებად ერს, ისედაც ძალიან მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას უცხოეთში დასაქმებაში. ამას აკეთებს ჩვენი ბიუჯეტით, ჩვენი გადასახადებით და პრაქტიკულად ჩვენს მოსახლეობას ეუბნება – საქართველო ქართველების გარეშე”, – აღნიშნა ხაზარაძემ.

დღეს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი იმართება. ხაზარაძის თქმით, ეს პროცესი ბიძინა ივანიშვილის პროკურატურის მორიგი “შოუა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები