ინდოეთში ყვითელი კუ აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას sciencealert ავრცელებს. ინდოეთის სატყეო სამსახური ოქროსფერი ფარფლბაკნიანი კუს აღმოჩენის შესახებ უკვე მეორედ აცხადებს.

კუმ მსოფლიოს ყურადღება ძალიან მალე მიიპყრო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს იშვიათი იყოს, ბუნებაში მისი არსებობა საკმაოდ ხშირია.

ინდური კუ ძირითადად ყავისფერია და ყვითელი წინწკლები აქვს. ქვემოდან კი თეთრი ფერის გული აქვს. რაც შეეხება ყვითელს, ბოლო წლებში რამდენჯერმე სამხრეთ აზიაში აღმოაჩინეს. მას წყლის კუს უწოდებენ.

Twitter-ზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუშინ ოდიშის ბალასორეში იშვიათი ყვითელი კუს დააფიქსირეს და გადაარჩინეს.

 

 

1997 წელს, ინდოეთის გუჯარატის შტატში, ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე აღმოაჩინეს მთლიანად ყვითელი სხეულისა და ვარდისფერი თვალების მქონე კუ. არსებობს დაუდასტურებელი ცნობები, რომ ასეთი კუები მიანმარსა და ბანგლადეშშიც არის აღმოჩენილი.

ნანკა ქოქიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები