LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ინდოეთის პოლიცია გარეთ გამოსულ ხალხს „ზომბი კორონავირუსის“ კოსტუმებით აშინებს

195
BB13fXg9

ინდოეთის ხელისუფლებამ უკვე აღარ იცის თუ როგორ აიძულოს ხალხს სახლში დარჩენა და კარანტინის რეჟიმის დამრღვევებს „ზომბი კორონავირუსის“ ფორმაში ჩაცმული პოლიციელებით აშინებს.

წითელი COVID-19–ის კოსტიუმში დამალული სამართალდამცავები ქუჩებში ნამდვილი ზომბებივით გადაადგილდებიან.

როდესაც ასეთ ფორმაში გამოწყობილი პოლიციელი ხალხს აჩერებს, ეს მათ ქვეცნობიერზე დიდ გავლენას ახდენს. ურჩი მოქალაქეები იაზრებენ თუ რამდენად საშიშია ვირუსი. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ კორონასგან თავი დაიცვან“ – განაცხადა იდეის ერთ–ერთმა ავტორმა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანციის დაცვაა, შესაბამისად სახლში დარჩენა ასეთ დროს ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ინდოეთს, საკარანტინე რეჟიმის დასაცავად ქვეყანა საკმაოდ უცნაურ მეთოდებს მიმართავს. მაგალითად „ზომბი კორონავისუსის“ გამოყენებამდე, პოლიცია ადგილობრივებს ჯოხებით სცემდა და ქუჩების დაცარიელებას სწორედ ასე ცდილობდა.

ბოლო მონაცემებით, ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 30 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული და გარდაცვლილთა რაოდენობა 937–ს აღწევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები