LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: იაპონიის მაღაზიებში მტვირთავ რობოტებს ტესტავენ

120
japanrobot

იაპონიის მაღაზიებში რობოტებს სულ უფრო და უფრო ხშირად იყენებენ და მათ როგორც წესი, მარტივი ფუნქციების შესრულება უწევთ. რკინის თანამშრომლები მომხმარებლებს ეხმარებიან, საწყობში მარაგებს აკონტროლებენ და დახლებზე პროდუქციის განლაგების გეგმასაც ადგენენ.

კომპანია Telezistence კიდევ უფრო შორს წავიდა და მტვირთავი რობოტის Model T–ს გამოცდა დაიწყო. რობოტს მოშორებით მყოფი ოპერატორი ვირტუალური რეალობის სათვალით მართავს.

Model T ანიმეს ცნობილ პერსონაჟს Gundam–ს გავს. ის პლატფორმაზეა დამაგრებული და დახლზე პროდუქციას საკმაოდ მოქნილი ხელების დახმარებით აწყობს.

რობოტს დისტანციურად მყოფი ოპერატორი მართავს, ამიტომ ხელოვნური ინტელექტი მას არ სჭირდება. სპეციალისტთა განცხადებით, ოპერატორსა და რობოტს შორის კავშირში სხვაობა 50 მილ/წამს შეადგენს, ანუ მტვირთავი დავალებას მომენტალურად ასრულებს. მას 22 სახის მოძრაობა შეუძლია, ამიტომ სხვადასხვა სირთულის დავალებას უმკლავდება.

როგორც Telexistence–ში ირწმუნებიან, ასეთი რობოტის დახმარებით თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის საშუალება აქვთ. Model T ბაზარზე 2022 წლიდან გამოვა და როგორც პროექტის ავტორები ვარაუდობენ, ეტაპობრივად იაპონიის ყველა მაღაზიაში გამოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები