ქართულმა ოცნებას დღეს რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე წარადგინა. წარდგენის ღონისძიება რუსთავის პარკში გაიმართა.

რუსთავში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ლიდერები რუსთავის აკადემიაში გამართულ მეორე ლიგის ოფიციალური მატჩს დაესწრნენ.

ამასთან, ოცნების ლიდერებმა გიორგი ლეონიძის ქუჩაზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერეს.

რუსთავში ყოფნის დროს პრემიერი ბავშვებსაც შეხვდა.

როგორც ყოველთვის, გიორგი გახარიასა და ბავშვებს შორის თბილი შეხვედრა შედგა.

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები