LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გადაშენების პირას მყოფი ათასობით მწვანე კუ დრონით გადაიღეს

1807
skinewsjune

ავსტრალიელმა მკვლევარებმა დიდ ბარიერულ რიფთან მწვანე კუების ულამაზესი კადრები გადაიღეს. კუები რიფთან გასამრავლებლად მოგროვდნენ.

ზოგადად კუ ასობით კილომეტრს გადის, რათა გამრავლებისთვის ხელსაყრელი ადგილი იპოვოს. შემდეგ ის ათობით კვერცხს დებს და ბუდობაც იწყება.

მწვანე კუ ერთ–ერთი ყველაზე დიდი სახეობაა, მისი ჯავშნის სიგრძე 1,4 მეტრს აღწევს, წონა კი 400–500 კილოგრამია. ის ძირითადად ტროპიკულ წყლებში სახლობს, თუმცა მუდმივად მიგრაციაშია.

მწვანე კუ გადაშენების პირასაა და მასზე ნადირობა სასტიკადაა აკრძალული. მეცნიერებს მათი შეწუხება არ უნდოდათ, ამიტომ უნიკალური კადრები დრონის დახმარებით გადაიღეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები