LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ემილია კლარკი იმასთან ისადილებს, ვინც Covid 19-თან საბრძოლველად შექმნილ ფონდში თანხას გადარიცხავს

173
emilia

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავმა, ემილია კლარკმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა და საზოგადოებას კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ საქველმოქმედო ფონდში SameYou თანხის გადარიცხვისკენ მოუწოდა.

გარდა ამისა, „დრაკონების დედამ“ საზოგადოებას უცნაური ინიციატივით მიმართა და განაცხადა, რომ ვინც ფონდში ფულს გადარიცხავს, მასთან ერთად ონლან რეჟიმში ისადილებს.

„ჩვენ ერთად მოვამზადებთ კერძს და შემდეგ მივირთმევთ, ასევე უამრავ თემაზე ვისაუბრებთ, ის ფაქტი, რომ მზარეულობა საერთოდ არ მეხერხება, კარგად გაგვახალისებს“ –  ამბობს ვარსკვლავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები