LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემს ცოლს არ უნდოდა ტიკ-ტოკის გადმოწერა, ქალები არიან იქო“ – ცნობილი ტიკტოკერის, გიორგი შუკაკიძის ოჯახური ცხოვრება გურიაში

223
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (3)

გიორგი შუკაკიძე, რომელიც ცოლ-შვილთან ერთად ტიკ-ტოკზე ვიდეოებს წერს, საზოგადოებისთვის უკვე საკმაოდ ცნობილია.

ოჯახის ვიდეოები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ნანუკა ჟორჟოლიანი ცნობილ ტიკტოკერს გურიაში, სახლში ესტუმრა.

როგორც შუკაკიძემ აღნიშნა, აპლიკაციის გადმოწერა მას ცოლის ძმამ ურჩია.

„ახალი ნაყიდი მქონდა ტელეფონი, ცოლის ძმამ მითხრა, გადმოწერე ტიკ-ტოკიო, სულ რომ დაღონებული ხარ და სულ მუშაობ, ხანდახან შეხედავ და გაიცინებო…

მე ვუთხარი, რაის ტიკ-ტოკი შენ ხომ არ გადირიე მეთქი… ჩამებეჭდა მერე თავში“ – აღნიშნა გიორგი შუკაკიძემ.

მისივე თქმით, ტიკ-ტოკმა მისი ოჯახის ცხოვრება შეცვალა. მათ სახლის შეკეთება დაიწყეს და ასევე მანქანა იყიდეს.

„ყოველ წუთში იმას ვეუბნები ჩემს მეუღლეს, რომ წარმოიდგენდი მანქანას ტიკ-ტოკით რომ ვიყიდდი და ან სახლს დავხუდავდითქო…“ – აღნიშნა გიორგი შუკაკიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები