LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბოდბეში ახალშობილის მკვლელობის მცდელობისთვის დედა დააკავეს

249
Capture

ბოდბეში 40 წლის ქალი ახალშობილი შვილის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ყავას ვსვამდი, საათნახევარი საპირფარეშოში იყო, რას წარმოვიდგენდი თუ მშობიარობდა – კახეთში მიტოვებული ჩვილის მამა

უწყების ცნობით, დედამ მშობრიარობის შემდეგ ბავშვი პოლიეთილენის პარკში გახვეული სოფელ ქვემო ბოდბის ტერიტორიაზე დატოვა. ამ ეტაპზე ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ლ. ტ. დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, სიღნაღში დააკავეს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქალმა მიმდინარე წლის 11 ივნისს, გამთენიისას, სოფელ ქვემო ბოდბეში იმშობიარა და პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი ამავე სოფლის ტერიტორიაზე დატოვა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს და ჩვილი დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.