LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბელგიის საავადმყოფოში რობოტი დაასაქმეს

149
belgrbthsptlll

ბელგიაში, ანტვერპენის უნივერსიტეტის საავადმყოფოში გადაწყვიტეს, რომ ადამიანი რობოტით ჩაენაცვლებინათ. მიზეზი რაღა თქმა უნდა, თანხის დაზოგვაა.

რობოტი სახელად Cruzr Health კარებში დადგება და შესასვლელში დამონტაჟებულ სითბურ კამერებს დააკვირდება, აქამდე კი ამას ერთ–ერთი თანამშრომელი აკეთებდა.

,,რკინის კაცი” ცოცხლაზე ბევრად იაფი ღირს. ამასთან, ის 34 ენაზე საუბრობს და კლინიკაში შემოსულ ადამიანებს ტემპერატურას არაჩვეულებრივად უზომავს. ასევე, ის პირბადესაც ამოწმებს და მისი არარსებობის შემთხვევაში შემოსულს შენიშვნას აძლევს და უსაფრთხოების წესების აუცილებლობას ახსენებს.

თუკი ადამიანს არც სიცხე აქვს და პირბადეც სწორად უკეთია, რობოტის ეკრანზე მწვანე შუქი გამოისახება – ანუ ყველაფერი კარგადაა და შემოსულს გზის გაგრძელება შეუძლია.

„უსაფრთხოება – ეს მთავარი პრიორიტეტია, თუმცა არც ის შეიძლება რომ პაციენტები დიდ ხანს იცდიდნენ და რიგებში იდგნენ. ყველა ადამიანი დეტალურად უნდა შემოწმდეს და რობოტის დახმარებით ეს პროცესი ბევრად უფრო მარტივი და კომფორტული გახდა“, –   განაცხადა კლინიკის მენეჯერმა მიხაილ ვანმეხელემ.

რობოტის შემქმნელების აზრით, ის ძალიან სანდო და უსაფრთხოა, მართალია COVID-19–ის აღმოჩენა არ შეუძლია, თუმცა სიცხეს მთელი სიზუსტით ზომავს.

Cruzr Health ამ ეტაპზე მხოლოდ საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს, თუმცა ბელგიის ჯანდაცვის სამინისტრო ამ პრაქტიკის სხვა საავადმყოფოებში გავრცელებაზე დაფიქრდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები