LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ახალშობილის გაყიდვის ფაქტზე სამი პირია დაკავებული

195
a99382b

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დუშეთში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, წყვილმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, 5 ათასი დოლარის სანაცვლოდ, წინასწარი გარიგების საფუძველზე, ახალშობილის გაყიდვა განიზრახა. ეჭვმიტანილთა დაკავება ფულის გადაცემის დროს მოხდა.

“გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს, 2020 წლის 18 ივნისს ვაჟი შეეძინათ. დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, მათ განიზრახეს ბავშვის გაყიდვა. მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ 5 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ, რაზეც მან თანხმობა განუცხადა, რის შემდეგ, აღნიშნული პირი სამოქალაქო რეესტრში ახალშობილის მამად დარეგისტრირდა და აიღო დაბადების მოწმობა. შეთანხმებისამებრ, 5000 აშშ დოლარი კი ახალშობილის მშობლებს გადასცა. რა დროსაც მოხდა მათი დაკავება”, – განმარტავენ უწყებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

https://www.facebook.com/sssgeo/videos/3086613588092941/?__tn__=kC-R&eid=ARBWFwGwbnLvxMY6R–fyH_iSTnDBf1r7k1V0AGY8n8Sfce8sDealiZuirvvA32gA6QfT0rawc4P74M6&hc_ref=ARSRvxjpzAzjd1lQGP2x2VI3X6hcOXQd6EpM-A9F4E5ZuIYmQUGe5dJXGBYMItIA6eQ&fref=nf&__xts__[0]=68.ARDQ2FZJu8BKioauzmUnilcbeCYHlrR0PqixNKMAd9LbRGP1fEooh5l8OIkHyxPRTJ0j70fO4R7vQOvp0cGORQp82AS5KKviXgWbsyBANpLqCqjn4mNY5vSY7qAxljmWGpdWXILPpeu4by2HPirDsRDR0Y7aHaFZIRLW5vOrb54X0HK_juM61hNB82Ef8AUwLsDBX5jU7VoE3NVmvDaTUfrC_SoaxdNv38tfw3r_K8SnZBhRnpJ9FB2nBd4I4LQS4hpLRTdaDe5wU85zClkbZ2n3M3Q_pzESyQAu1nN2RyAkMTuDucX3uByYw0snKHlxjZshXT1I7fEOa6H7kkfG2KSjYpQ6CqZn72epZEBN5F1J6Aec3a6nXVF4ziKPwmrqMw

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები